ვოლოდიმირ ზელენსკი – საჰაერო თავდაცვის დონე საშუალებას გვაძლევს რუსული თვითმფრინავების აფრენის დროს ქვეყანა არ გავაჩეროთ

საჰაერო თავდაცვის დონე საშუალებას გვაძლევს რუსული თვითმფრინავების აფრენის დროს ქვეყანა არ გავაჩეროთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს ცალკე განკარგულება მივეცი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს „კინჟალების“ მატარებელ თვითმფრინავებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, რომლებიც საჰაერო განგაშის დროს ჩვენს ქვეყანას აჩერებენ.
საჰაერო თავდაცვის ჩვენი დონე და მთლიანობაში სარაკეტო საფრთხეებისადმი მზაობა საშუალებას გვაძლევს გარკვეულწილად გავათანამედროვოთ რეაგირება – ქვეყნის არასაჭირო გაჩერებები გარეშე. ეს მილიონობით ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამის წინადადებებს ველი,” – განაცხადა ზელენსკიმ.