– საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ომს

უკრაინის პრეზიდენტი, მოუწოდებს მოკავშირეებს, განახორციელონ „ახალი ზეწოლა“ რუსეთზე, რათა ბოლო მოეღოს თავდასხმების „ყოველდღიურ რეალობას“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ს თავდასხმები მის ქვეყანაზე „ყოველდღიურ რეალობად“ რჩება.
მან გაიხსენა ღამით დრონებით თავდასხმა კიევზე, რა დროსაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, ასევე, თავდასხმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე.
“ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში 1580-ზე მეტი მართვადი ბომბი, თითქმის 1100 დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა იქნა გამოყენებული ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მთელი ეს იარაღი შეიცავს მინიმუმ 102 000 უცხოურ კომპონენტს. ამიტომ რუსი ტერორისტების წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. უნდა აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სანქციების რეჟიმს გვერდი აუარონ.
საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებს და ამ ომს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ და ჩვენი არმია – მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით და რეალური მხარდაჭერით. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას”, – წერს ზელენსკი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით