უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთში ჩავა.
France 24-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პარიზის მახლობლად, ვილაკუბლეის საჰაერო ბაზას ეწვევიან, სადაც ფრანგული მოეირიშე თვითმფრინავის, Rafale-ის პრეზენტაციას გამართავენ.
ისინი ასევე მოინახულებენ დრონებს და საფრანგეთის მიერ იტალიასთან ერთად შემუშავებულ SAMP-T საზენიტო სისტემას.
ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საფრანგეთთან მნიშვნელოვანი შეთანხმება გამოცხადდება, რომელიც უკრაინის ავიაციის გაძლიერებას ეხება.
„მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ავიაციას, საჰაერო თავდაცვას და სხვა თავდაცვით შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, კვირას ზელენსკი საბერძნეთში იმყოფებოდა, საფრანგეთის შემდეგ კი ის სამშაბათს ესპანეთს ეწვევა.




