საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ხვალ საფრანგეთს ეწვევა და ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონი ზელენსკის ოთხშაბათს საღამოს უმასპინძლებს და შეხვედრაზე 27 მარტს დაგეგმილ უსაფრთხოების სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
„სახელმწიფოს მეთაური დაუდასტურებს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება და გაძლიერება კვლავ საფრანგეთის მთავარი პრიორიტეტი იქნება“, – აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)