– საფრანგეთი Mirage-ის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის კიდევ უფრო მეტ უკრაინელ პილოტს გაწვრთნის

უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა დღეს გამართული სატელეფონო საუბრის დროს საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდება, ჩამჭრელი დრონების სისტემების დაფინანსება და უკრაინელი პილოტების Mirage-ის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნის საკითხები განიხილეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაახლოებით ერთსაათიანი საუბრის დროს განხილულ საკითხებს შორის იყო ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებები, მათ შორის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, კერძოდ, SAMP/T სისტემებისთვის რაკეტების მიწოდება და დრონების ჩამჭრელი სისტემების დაფინანსება.
„მოვამზადებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს საფრანგეთთან და პარტნიორებთან ერთად თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რუსეთის თავდასხმებისგან ჩვენი ხალხის სიცოცხლის დასაცავად ახალი ნაბიჯების შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, Mirage-ის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების გარკვეული დამატებითი რაოდენობა გაწვრთნას.
„ცალკე მინდა აღვნიშნო ჩვენი შეთანხმება Mirage-ების პილოტების მომზადებასთან დაკავშირებით: საფრანგეთი მზადაა მიიღოს დამატებითი პილოტები წვრთნებისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია