უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კი სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარიზის დეკლარაცია „ძალიან კონკრეტული“ შეთანხმებაა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას უკვე აქვს საკმარისი დეტალები და იცის, რომელი ქვეყნები ჩაერთვებიან შეთანხმებაში, მათ შორის, რა წვლილს შეიტანს თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.
მისი თქმით, პროგრესი ასევე მიღწეულია პარიზში აშშ-ის დელეგაციასთან მშვიდობის მონიტორინგთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების დროს.
“საფრანგეთის, ბრიტანეთისა და უკრაინის სამხედროებმა დეტალურად იმუშავეს ძალების განლაგებაზე, რაოდენობაზე, იარაღის სპეციფიკურ ტიპებზე, შეიარაღებული ძალების კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა და იმუშავებს. უკვე გვაქვს საჭირო დეტალები. გვესმის რომელი ქვეყანა რისთვის არის მზად – “მსურველთა კოალიციის” ყოველი ქვეყანა. მინდა მადლობა გადავუხადო ყოველ ლიდერს, ყოველ სახელმწიფოს, რომელსაც ნამდვილად სურს იყოს სამშვიდობო მოგვარების ნაწილი.
ძალიან არსებითად ვისაუბრეთ ამერიკულ მხარესთან მონიტორინგზე, რათა მშვიდობის დარღვევები არ იყოს. ამერ იკა მზად არის ამაზე იმუშაოს. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეკავებაა, ინსტრუმენტები, რომლებიც ახალ რუსულ აგრესიას აღკვეთენ. ამას ყველაფერს ვნახავთ,” – წერს ზელენსკი.




