ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, მოულოდნელი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ს პრინცს, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის შეხვდა.
„მნიშვნელოვანი და ენერგიული შეხვედრა მის აღმატებულება საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე პრინც და პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან.
„განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები სა და საუდის არაბეთს შორის, აღვნიშნეთ ჩვენი წინა შეთანხმებების განხორციელების კარგი დინამიკა. ეფექტური თანამშრომლობა გუნდებს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ ამას“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადება, მისი მოსალოდნელი შედეგები და განხორციელება და უკრაინის რეალურ მშვიდობასთან მიახლოება.
„უკრაინა საუდის არაბეთის მადლიერია მისი მხარდაჭერისთვის, ვაფასებთ მისი უმაღლესობის სურვილს, ხელი შეუწყოს მშვიდობის სწრაფ აღდგენას“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ