: სასურველია, რომ ს ფედერაცია სამ ასოზე წავიდეს

სასურველია, რომ ს ფედერაცია სამ ასოზე წავიდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთის ფედერაცია სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.

„რაზე უნდა წავიდეს რუსეთი? სასურველია სამ ასოზე, მართალი გითხრათ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ამ სიტყვებმა დარბაზში სიცილი გამოიწვია.

„სასურველია, მან უბრალოდ გაიგოს, რომ ის აკეთებს რაღაცას, რაც გვკლავს, ჩვენ კი თავს ვიცავთ და ვებრძვით მტერს, ჯერჯერობით ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდა, ვიყოთ უფრო ძლიერები, რომ ეს ომი დასრულდეს 2025 წელს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბოდიში მოიხადა არადიპლომატიური ლექსიკისთვის.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმიას არ აქვს ძალა, დამოუკიდებლად დააბრუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის , და ამ მიზეზით მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ გზებს მოძებნის.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მხარდაჭერა „არასაკმარისია“ და მოუწოდა ნატო-ს, რაც შეიძლება მალე მიიწვიოს ალიანსში წევრობის შესახებ მოლაპარაკებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა