– სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლაა საჭირო – ს მიერ მოტყუების თავიდან ასაცილებლად უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გამოყენება უნდა მოხდეს

ამ დროისთვის არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსები ომის დასრულებისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს ომი უნდა დასრულდეს. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლაა საჭირო. ს მიერ მოტყუების თავიდან ასაცილებლად უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გამოყენება უნდა მოხდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პარტნიორებთან 30-ზე მეტი საუბარი გამართა, რომელთაც „განსხვავებული პერსპექტივები, მაგრამ საერთო ხედვები აქვთ“.
„უკრაინის, -ის, ევროპისა და ყველა იმ ქვეყნის საერთო ძალისხმევას, რომელთაც მშვიდობა სურთ, ნამდვილად შეუძლია რუსეთი აიძულოს, რომ მშვიდობას დათანხმდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნედაც უნდა ვიყოთ, დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები