– სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და ჩვენს ტერიტორიაზეა

სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და ჩვენს ტერიტორიაზეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა -ის საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ხალხის ძალა, რა თქმა უნდა, მშვიდობასთან დაგვაახლოებს. სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, იმდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა ხალხისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს და ეს დიდი ტრაგედიაა…
ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მასზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ ეს ომი გააჩეროს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ. ის ჩვენს ტერიტორიაზეა და როგორ გავაჩეროთ ომი, როგორ უნდა მოვახდინოთ მასზე მაქსიმალური ზეწოლა…
ლიდერია მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას, მადლობელი ვართ ამერიკელი ხალხის. გვესმის, რომ აშშ-ის შეუძლია იყოს ლიდერი ნებისმიერ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან