ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს – ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის – მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა

ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ თქვენი კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ქართველი კოლეგის, ს მიმართვას, რომელიც მან უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ჩვენი ხალხების კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე, სალომე ზურაბიშვილის მილოცვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა, რომ ს უსურვებს ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას. „მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს