– საგარეო დაზვერვის სამსახურს დავავალე, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას უფრო ყურადღებით დააკვირდეს

საგარეო დაზვერვის სამსახურს დავავალე, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას უფრო ყურადღებით დააკვირდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, ოლეგ ივაშენკოს ანგარიში მოისმინა.
„უკრაინის საგარეო პოლიტიკასთან და რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ბევრი დეტალი განვიხილეთ. კერძოდ, რუსული კომპანიების ჩინურ ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, აკვირდება „ჩინეთის სასარგებლოდ რუსეთის ტერიტორიების დე-სუვერენიზაციის მზარდ ტენდენციას, კერძოდ, რესურსებით მდიდარი მიწების ჩინეთისთვის მიყიდვას“.
„აღვნიშნავთ, რომ ჩინეთი რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ნაბიჯებს დგამს, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო სექტორში. ჩვენი პარტნიორების სადაზვერვო სამსახურებსაც მსგავსი ინფორმაცია აქვთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)