ვოლოდიმირ ზელენსკი – საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, აცხადებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან სატელეფონო საუბარი გამართა და მასთან შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი განიხილა.
„ასევე, ჩვენ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ვილნიუსის დეკლარაციის ფარგლებში უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ივნისში ევროკავშირსა და ს შორის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას საბერძნეთი მხარს უჭერს.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია, გარედან მართული არ უნდა იყოს!

არჩილ გორდულაძე – ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამას კანონს აბრალებდნენ, რომლის მიზანიც იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ