„სააღდგომო ზავზე“ – ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია – „შაჰედები“ ჩვენს ცაში, ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი

ჩვენს ცაში მყოფი „შაჰედები“ არის აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, პუტინის მიერ ე.წ. „სააღდგომო ზავის“ გამოცხადებას და ამის შემდეგ კიევზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას.
„რაც შეეხება პუტინის მორიგ მცდელობას ადამიანების სიცოცხლით ითამაშოს – ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია. 17:15 საათზე ჩვენს ცაში რუსული თავდასხმითი დრონებია დაფიქსირებული.
უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა. “შაჰედები” ჩვენს ცაში – ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?