ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობითაა შესაძლებელი

რუსეთის არმიამ, მიმდინარე კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 900-მდე საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ის დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომელიც დღეს, ს მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთის არმიამ გამოიყენა 900 საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ი და 40-ზე მეტი რაკეტა. რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობით – უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში ერთიანობით და ომთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლის მოხდენაში ერთიანობით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით დაბომბეს.