ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად

რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამ კვირას ჩვენ კვლავ დავამტკიცეთ თუ რამდენად ეფექტიანია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. არა მხოლოდ ქალაქებისა და სოფლების რუსული დრონებისგან და რაკეტების დასაცავად, არამედ ფრონტის ხაზზე მუშაობისთვის. ს ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, სამართლიანად დასასრულებლად. და მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც უკვე გვეხმარებიან და რომლებიც მომავალ წელს მხარდაჭერის შესაბამისი ნაბიჯებისთვის ემზადებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ მიმართულებაზე სამი რუსული სუ-34 თვითმფრინავი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, ამიტომ პროკურატურის მტკიცებულებებს სადაოდ არ გავხდით – ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას

ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტს – მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ – ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც