ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის მიმართ შემდეგი სიგნალის გაგზავნაა საჭირო : რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში

უკრაინის პრეზიდენტი, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება.
„ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის, იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა – ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია გარანტიები, რომ ს მომავალ წელსაც საკმარისი მხარდაჭერა ექნება. ს მიმართ შემდეგი სიგნალის გაგზავნაა საჭირო: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს, რომელიც მომავალი წლისთვის უკრაინას 2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარებას გაუწევს.
“გმადლობთ, მარკ, ბატონო პრემიერო, და მთელ ნიდერლანდურ საზოგადოებას. ეს დროული სიგნალია. მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ, რომ თავისუფლების დაცვა საიმედო და გულწრფელ მხარდაჭერას ეფუძნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით