ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთში მკაფიოდ უნდა იგრძნონ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების შედეგები და ასეც იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მომავალში შეძლებს, ს თავდასხმებს სარკისებურად უპასუხოს.
მისი თქმით, უკრაინა დრონებისა და შორი მოქმედების რაკეტების საკუთარი წარმოების გაზრდაზე მუშაობს და ევროპელ პარტნიორებთან ახალი შეთანხმებები მზადდება ასეთ წარმოებაში ინვესტიციების განხორციელების მიზნით.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, დრონებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ეხება.
„რა თქმა უნდა, საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ ჩვენს გეგმებზე ან შესაძლებლობებზე, მაგრამ პერსპექტივა ნათელია – რუსეთის ყველა საფრთხესა და გამოწვევაზე სარკისებურად ვუპასუხოთ. მათ იქ, რუსეთში მკაფიოდ უნდა იგრძნონ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების შედეგები და ასეც იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ უნდა შექმნას თავდასხმის დრონები, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური აღჭურვილობა, რადგან ისინი ამ ომში ძირითადი ელემენტებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ