ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს მხოლოდ ომის გაგრძელება სურს და მისი ყოველი დარტყმა უარყოფს დიპლომატიის შესახებ მოსკოვის ნებისმიერ განცხადებას

ყოველდღე, ყოველ ღამე ერთსა და იმავე ტერორს ახორციელებს. სულ უფრო მეტი სამოქალაქო ობიექტი ხდება სამიზნე, რუსეთს მხოლოდ ომის გაგრძელება სურს და მისი ყოველი დარტყმა უარყოფს რუსეთის მხრიდან დიპლომატიის შესახებ ნებისმიერ განცხადებას, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
„კრივი-რიჰი. ჩვეულებრივ ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს რუსმა ტერორისტებმა რაკეტით დაარტყეს. ამ დროისთვის დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. მიმდინარეობს გადაუდებელი სამაშველო სამუშაოები, ყველაფერი კეთდება სიცოცხლის გადასარჩენად. ხალხი შესაძლოა, კვლავ ნანგრევების ქვეშ იყოს მოყოლილი“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ს სჭირდება იარაღი რუსეთის ტერორისგან თავის დასაცავად და უფრო ძლიერი გლობალური მხარდაჭერა, რათა დიპლომატია რეალური და ეფექტური გახდეს.
„პრინციპული გადაწყვეტილებებისა და უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე, რუსეთს არ ექნება მოტივაცია მშვიდობისკენ სწრაფვისთვის და გააგრძელებს მხოლოდ ახალი სამიზნეების არჩევას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსებმა დღეს კრივი-რიჰში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.