ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს კურსკში 50 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული

კურსკის ოპერაციის წყალობით, საოკუპაციო არმიის 50 000 ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზე ს თავდასხმების სხვა მიმართულებებზე ვერ განლაგდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“დეტალური მოხსენება მთავარსარდალ სირსკისგან. კურსკში ჩვენი ბიჭები აკავებენ რუსული ჯარების საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს – საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის 50 000 წევრს, რომელიც, კურსკის ოპერაციების წყალობით, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის დარტყმების სხვა მიმართულებებზე ვერ გაიგზავნება “, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის არსენალებზე განხორციელებულმა დარტყმებმა შეამცირა იმ არტილერიის რაოდენობა, რომელსაც ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ.
„ეს შესამჩნევია ფრონტზე. სწორედ ამიტომ, გვჭირდება შორი მოქმედების გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან – ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან. ეს არის ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.