რუსეთმა 650-ზე მეტი დრონი და 51 რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ღამით რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა. ფასტივში დრონით დარტყმის შედეგად რკინიგზის სადგური დაიწვა. სამხედრო თვალსაზრისით დარტყმა აზრს მოკლებული იყო. ასევე, დარტყმები იყო კიევის ოლქში მდებარე სამრეწველო და საცხოვრებელ ობიექტებზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „რუსეთის მიზანს მილიონობით უკრაინელისთვის ტანჯვის მიყენება წარმოადგენს“.
„სწორედ ამიტომ, აუცილებელია დამატებითი ზეწოლა. სანქციებთან ერთად ჩვენმა თავდაცვის სისტემამაც უნდა იმუშაოს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.




