– რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე საფარს დაარტყა, რომელიც მსოფლიოს განადგურებული ენერგობლოკის რადიაციისგან იცავს

რუსული თავდასხმის დრონმა, ძლიერი ფეთქებადი ქობინით, წუხელ დაარტყა საფარს, რომელიც მსოფლიოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან იცავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს საფარი მ ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკასთან ერთად ააშენა – „მათთან, ვისაც სურს ხალხის რეალური უსაფრთხოება“.
„ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც თავს ესხმის ამგვარ ობიექტებს, ახორციელებს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიის ოკუპაცია და აწარმოებს ომს ყოველგვარი შედეგების გათვალისწინების გარეშე, არის დღევანდელი და ეს არის ტერორისტული საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დრონმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე საფარი დააზიანა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
„ამ დროისთვის რადიაციის დონე არ გაზრდილა და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა