– რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 100-მდე დრონი, 890-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა – ეს არის მიზანმიმართული, ცინიკური რუსული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

რუსეთის მიერ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, სიტუაცია კვლავ რთული რჩება, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკოსები და სარემონტო ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა აღადგინონ ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგება მოსახლეობისთვის.
„ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 100-მდე თავდასხმის დრონი, 890-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა – ბალისტიკური, ფრთოსანი და „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტაც კი. მათ დაარტყეს სამიზნეებს, რომლებსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვთ – ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ შენობებს. ისინი მიზანმიმართულად ელოდნენ ყინვას, რათა ჩვენი ხალხისთვის სიტუაცია გაეუარესებინათ. ეს არის მიზანმიმართული, ცინიკური რუსული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის შიდა მდგრადობა და თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული მუშაობა. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა სტაბილური მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი თავდაცვისთვის და კოორდინირებული დიპლომატია მშვიდობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…