ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც ამ ომს აჭიანურებს და მასხრად იგდებს როგორც ჩვენს ხალხს, ასევე გლობალურ საზოგადოებას

რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც აჭიანურებს ამ ომს და მასხრად იგდებს როგორც ჩვენს ხალხს, ასევე გლობალურ საზოგადოებას. იმისთვის, რომ რუსეთს მშვიდობისკენ ვუბიძგოთ, გვჭირდება ძლიერი ნაბიჯები და ძლიერი ქმედებები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, საუდის არაბეთში -სა და ს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
„გუშინ შედგა შეხვედრა აშშ-ს გუნდთან. დღეს აშშ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ომის გუნდთან, ანუ რუსეთის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მალე ველოდები ახალ მოხსენებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა ძლიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დიპლომატია უფრო ეფექტური გახადოს.
„გვჭირდება მოძრაობა რეალური მშვიდობისკენ – გარანტირებული უსაფრთხოებისკენ და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება – უკრაინაში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში – ყველას, ვისაც სურს სტაბილურობა საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა ძლიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დიპლომატია უფრო ეფექტური გახადოს და ეს ნიშნავს ზეწოლას, რათა რუსეთს ომის დასრულება ვაიძულოთ. ეს ნიშნავს სანქციებს. ეს ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს საერთაშორისო კოორდინაციას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.