ომის დასრულების მცდელობებს ართულებს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ომის დასრულების მცდელობებს ართულებს.
„ვხედავთ, რომ რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოწოდებებს და ჯერ არ განუსაზღვრია, როდის შეწყვეტს მკვლელობას. ეს ართულებს სიტუაციას. თუ მათ არ აქვთ ნება, შეასრულონ დარტყმების შეჩერების მარტივი ბრძანება, შესაძლოა დიდი ძალისხმევა დასჭირდეს იმას, რომ რუსეთს ჰქონდეს ნება, განახორციელოს გაცილებით დიდი – მეზობლებთან ათწლეულების განმავლობაში მშვიდობიანი თანაარსებობა“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, მკვლელობების შეჩერება ომის შეჩერების მთავარი ელემენტია.
„ვემზადებით ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის და მადლობელი ვარ მიწვევისთვის. მნიშვნელოვანია, ყველა თანხმდებოდეს, რომ საჭიროა საუბარი ლიდერების დონეზე, რათა დაზუსტდეს ყველა დეტალი და დადგინდეს, რომელი ნაბიჯებია აუცილებელი და ეფექტური“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ