ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს

რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს ესაუბრა და პარტნიორებთან კონტაქტებისა და -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გუშინდელი სატელეფონო საუბრის დეტალები განიხილა.
„ეჭვგარეშეა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. მაგიდაზე მკაფიო და რეალისტური წინადადებები უნდა იყოს. მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და თუ არარეალური პირობების წამოყენებასა და პროგრესისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს, მაშინ ამას მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით პარტნიორებთან ერთად მუშაობს.