მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაციაა

რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაციაა , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დილით ს არმიამ ხერსონში ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყა. არ შეიძლება არ სცოდნოდათ, სად ურტყამდნენ. ეს რუსეთის მიერ წინასწარგანზრახული თავდასხმა იყო. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები, როგორც ბავშვები, ისე საავადმყოფოს პერსონალი. დარტყმის მომენტში საავადმყოფოში ასამდე ადამიანი იმყოფებოდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთი ომის დასრულების ყველა მნიშვნელოვან დიპლომატიურ ძალისხმევას ხელს უშლის.
„რუსეთი თავის ტერორისტულ ომს აჭიანურებს და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი დასრულების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდეს. რუსეთი ცდილობს ევროპაში დესტაბილიზაციის გამომწვევი წყაროები შექმნას, რათა ევროპელების მიერ უკრაინის მხარდაჭერა გაართულოს. წელს, როდესაც ომის დასასრულებლად მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს, რუსეთმა თავისი თავხედობისა და დარტყმების მასშტაბი გაზარდა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.