ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე – ეს გადაწყვეტილება აუცილებელი და დროულია – რუსეთის ომის ყველა ინფრასტრუქტურა უნდა დაიბლოკოს

ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლისთვისაც ყველამ ერთად ვიმუშავეთ. ჩვენ შევძელით ამ ომის გამო ს წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის გამკაცრება და დღეს პაკეტი დამტკიცდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, სანქციების მე-18 პაკეტის სამიზნე კვლავ რუსეთის ტანკერების ფლოტია.
„არა მხოლოდ თავად გემები, არამედ ჩრდილოვანი ფლოტის კაპიტნები და ის კომპანიებიც, რომლებიც ნავთობით დაფინანსებული მკვლელობის ასეთ აქტებს უწყობენ ხელს. გავაგრძელებთ ამ ზეწოლის განხორციელებას. ევროკავშირი ასევე აწესებს უფრო მკაცრ ზღვრულ ფასს რუსულ ნავთობზე – დაახლოებით 46 დოლარს ბარელზე. სხვა გლობალურ პარტნიორებთან კოორდინაციით, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზღვრულმა ფასმა ნამდვილად შეამციროს რუსეთის შემოსავლები. ეს შესაძლებელია. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ განვახორციელოთ ეს ზეწოლა ეფექტურად“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებელი და დროულია.
„ეს გადაწყვეტილება აუცილებელი და დროულია, განსაკუთრებით ახლა, როგორც პასუხი იმ ფაქტზე, რომ რუსეთმა გააძლიერა დარტყმების სისასტიკე ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, აკრძალოს ყველა ტრანზაქცია, რომელიც დაკავშირებულია „ჩრდილოეთის ნაკადის“ სისტემის გაზსადენებთან, რომელთა მშენებლობა პუტინის სრულმასშტაბიანი ომისთვის მზადების ნაწილი იყო. რუსეთის ომის ყველა ინფრასტრუქტურა უნდა დაიბლოკოს. ჩვენ ოპერატიულად ვამზადებთ ევროპული სანქციების სინქრონიზაციას ში და ასევე ვამზადებთ ახალ სანქციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, როგორც პარტნიორების დონეზე, ასევე უკრაინის იურისდიქციის ფარგლებში. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი.