ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ოდესაში “ – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა” სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ ს წინააღმდეგ სანქციების დაანონსებული მე-18 პაკეტი “შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, განსაკუთრებით რუსული ნავთობტანკერებისა და მისი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ”.
“ნავთობზე 45 დოლარის “ჭერი” უკეთესია, ვიდრე 60, ეს გასაგებია, ეს სიმართლეა. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ნავთობზე 30 დოლარის ჭერთან ერთად მოვა. ეს ის დონეა, რომელიც ნამდვილად შეცვლის მოსკოვში აზროვნების წესს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის პროექტი რუსულ ნავთობზე “ჭერის” 60 დოლარიდან 45 აშშ დოლარამდე დაწევას ითვალისწინებდა, ისევე როგორც რუსული ბანკების წინააღმდეგ არსებული SWIFT სისტემის გამოყენების აკრძალვის “სრულ სატრანზაქციო აკრძალვად” გადაქცევა და მისი დამატებით 22 რუსულ ბანკზე გავრცელება.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება