ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება – მიხაილ პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „იუთუბის“ არხზე გადაცემა The Breakfast Show-ს ეთერში განაცხადა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ზელენსკის შეხვედრა რუსეთის სხვა წარმომადგენლებთან, მაგალითად, პუტინის თანაშემწესთან, პოდოლიაკმა თქვა: „რა თქმა უნდა, არა“.
„ომის გაგრძელებაზე ან შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პუტინს შეუძლია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.
პოდოლიაკის თქმით, სხვა ფორმატში ნებისმიერი შეხვედრა უაზროა და მხოლოდ დროს გააჭიანურებს.
გასული კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ პირადად დაელოდება ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს. ხუთშაბათს სტამბოლში ჩასვლას არ გამორიცხავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფება.
