ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის დაბრუნება შევძელით

რუსეთის ტყვეობიდან 10 უკრაინელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
„მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენ ს ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის დაბრუნება შევძელით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, გათავისუფლებულ 10 მშვიდობიან მოქალაქეს შორის ერთ-ერთი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, ნარიმან ჯელიალია, რომელიც ყირიმში 2021 წელს დაატყვევეს.
უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, 10 მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლებით 53-ე გაცვლა დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სამშობლოში 100 უკრაინელი დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ