ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ტერიტორიაზე 117 დრონი გამოვიყენეთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო – “ოფისი“ “ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით გვქონდა

უკრაინელებმა ს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაცია “ობობას ქსელის” დროს 117 დრონი გამოიყენეს, რომლებსაც ამდენივე ოპერატორი მართავდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო – და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას – არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია, რომ სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების 34%-ს დაარტყეს.
მისი თქმით, სამიზნეებზე დარტყმების დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ.
„ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, ყველა, ვინც ოპერაციის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს.