– რუსეთის საჰაერო თავდასხმები სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს – ჩვენი პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ ისეთ ქმედებებს ველით, რომლებიც სიცოცხლეს გადაარჩენს

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 597 დრონი გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ღამით რუსეთმა დარტყმები ხარკოვისა და სუმის ოლქებიდან ლვოვამდე და ბუკოვინამდე განახორციელა. 20-ზე მეტი რაკეტა და დრონების დიდი უმრავლესობა განადგურდა. მადლობა საჰაერო თავდაცვის ძალებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ჩერნოვცში 2 ადამიანი დაიღუპა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმები სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს და მისი შეჩერება სანქციების მეშვეობით ახლავე შეიძლება. საჭიროა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენი პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ ისეთ ქმედებებს ველით, რომლებიც სიცოცხლეს გადაარჩენს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია