ს ომზე ასიმეტრიულ პასუხებზე შევთანხმდით – სრულიად სამართლიანია, რომ რუსეთმა ომის სრული ფასი უნდა იგრძნოს და ამას იარაღის მწარმოებლები უზრუნველყოფენ

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ს მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით ახალ „ასიმეტრიულ პასუხებზე“ შეთანხმდნენ.
კერძოდ, ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ანგარიში მოისმინა.
„შევთანხმდით გარკვეულ გეგმებზე, რუსეთის ომზე ჩვენს ასიმეტრიულ პასუხებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, რომლის დეტალებიც, მისი თქმით, თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დობროპილიას კონტრშეტევით ოპერაციას. ზელენსკის თქმით, მისი დაწყებიდან, 21 აგვისტოდან, რუსებმა კოლოსალური დანაკარგები განიცადეს პოკროვსკის და დობროპილიას რაიონებში. კერძოდ, ზელენსკის ინფორმაციით, რუსების დანაკარგი უკვე 12 000-ზე მეტია, აქედან 7 200-ზე მეტი დაღუპულია.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყველა წინადადება.
„ამიტომ სრულიად სამართლიანია, რომ რუსეთმა ომის სრული ფასი იგრძნოს და ამას იარაღის მწარმოებლები უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არ უარყოფს მშვიდობისკენ მიმავალ არცერთ სიცოცხლისუნარიან გზას, მაგრამ თვლის, რომ „მხოლოდ რუსეთის იძულება იმუშავებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა