– რუსეთის დარტყმების შედეგად სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა – ხარკოვში არიან დაშავებულებიც

რუსეთის დარტყმების შედეგად სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმებს აგრძელებს. ხარკოვს მიზანმიმართულად დაარტყეს, არიან დაშავებულები, მათ შორის სამი ბავშვი. ასევე იყო დარტყმები სუმისა და ოდესის ოლქებში. ენერგეტიკულ ობიექტებზე მორიგი დარტყმების შედეგად სუმის ოლქში ქვესადგური და დნიპროპეტროვსკის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. 4000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, რუსეთის დარტყმები იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს არასრული ცეცხლის შეწყვეტაც კი არ სურს.
„11 აპრილს არ უნდა დაველოდოთ… რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთზე ახალი და რეალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რათა ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?