– რუსეთის გარდა ნამდვილი მშვიდობა ყველას სურს

რუსეთის გარდა ნამდვილი მშვიდობა ყველას სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
„გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები წარმოთქვა იმის შესახებ, თუ როგორ აკარგვინებს მსოფლიოს დროს რუსეთის ხელმძღვანელობა მშვიდობაზე საუბრითა და ამ დროს ადამიანების მკვლელობით. ყველას გვსურს ნამდვილი მშვიდობა – ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობა: უკრაინას, ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მრავალ ღირსეულ ლიდერსა და ქვეყანას, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობა ყველას სჭირდება. ყველას – რუსეთის გარდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში 22 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა.
„რუსების მიერ ჩვენი ხალხის ყოველი მკვლელობა და რუსეთის ყოველი დარტყმა აჩვენებს, რომ ძალიან მკაცრი, ნამდვილად მტკივნეული, ეფექტური და სამართლიანი სანქციების დაწესებას იმსახურებს. იძულებულები უნდა გახდნენ, რომ მკვლელობები შეწყვიტონ და მშვიდობას დათანხმდნენ. მშვიდობის მისაღწევად პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას მიესალმება. მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც დაასრულებს ომს, რომელიც თავად დაიწყო“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ