– რუსეთის არმიამ წუხელ კიევში კიდევ ერთი საავადმყოფო „დაამარცხა“ – უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა პარტნიორებმა არასდროს დაივიწყონ: საჰაერო თავდაცვა ყოველდღიურად არის საჭირო

რუსებმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ 165 თავდასხმის დრონი გაუშვეს, რომელთაგან დაახლოებით 100 shahed-ის ტიპის იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსეთის არმიამ წუხელ კიევში კიდევ ერთი საავადმყოფო „დაამარცხა“, მოქმედი სტაციონარული განყოფილებით. პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. არიან დაშავებულები. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. რა თქმა უნდა, უკრაინელები აღადგენენ ამ საავადმყოფოს. ასეთი ადამიანები ვართ ჩვენ – უკრაინელები ყოველთვის აღადგენენ იმას, რაც დანგრეულია“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, უკრაინის პარტნიორებმა არასდროს დაივიწყონ, რომ საჰაერო თავდაცვა და დრონების წარმოებისთვის საჭირო დაფინანსება ყოველდღიურად არის საჭირო.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა არასდროს დაივიწყონ: საჰაერო თავდაცვა ყოველდღიურად არის საჭირო; დაფინანსება დრონების წარმოებისთვის ყოველდღიურადაა საჭიროა; აღჭურვილობა ენერგეტიკის სექტორისთვის ყოველდღიურადაა საჭირო. ამ კვირაში ვიმუშავებთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო დახმარება. მადლობელი ვარ ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია