– რუსეთის აგრესია მხოლოდ საკმარისი ზეწოლის არარსებობის გამო გრძელდება – უახლოეს დღეებში პარტნიორებთან ერთად განიხილავენ ზეწოლის ძლიერი ზომების საჭიროებას

პუტინი თავის დაუსჯელობას აჩვენებს და ეს, უდავოდ, მსოფლიოსგან რეაგირებას მოითხოვს. ეს აგრესია მხოლოდ საკმარისი ზეწოლის არარსებობის გამო, პირველ რიგში, რუსეთის საომარ ეკონომიკაზე ზეწოლის არარსებობის გამო, გრძელდება, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ დარტყმებს.
მისი ინფორმაციით, რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რისთვისაც 500-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა და თავდასხმის შედეგების ამოსაფხვრელად ამჟამად ყველა საჭირო საგანგებო სამსახური, ენერგეტიკის სფეროსა და რკინიგზის მუშაკი მუშაობს.
„მთავარი სამიზნეები იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ენერგეტიკული ობიექტები, სატრანსპორტო კვანძი, ავტოფარეხის კოოპერატივიც კი და, როგორც რუსებისთვის უკვე რუტინად იქცა, საცხოვრებელი ტერიტორიები. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ღამით ათობით საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციები მიმდინარეობს. ეს აშკარად დემონსტრაციული რუსული დარტყმებია. პუტინი თავის დაუსჯელობას აჩვენებს. და ეს, უდავოდ, მსოფლიოსგან რეაგირებას მოითხოვს. ეს აგრესია მხოლოდ საკმარისი ზეწოლის არარსებობის გამო, პირველ რიგში, რუსეთის საომარ ეკონომიკაზე ზეწოლის არარსებობის გამო, გრძელდება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში პარტნიორებთან ერთად განიხილავენ ზეწოლის ძლიერი ზომების საჭიროებას. დღეს კი დანიაში – სკანდინავიური და ბალტიის ქვეყნების სამიტი გაიმართება.
„დღეს საღამოს, საფრანგეთში ორმხრივ ფორმატში გავმართავთ შეხვედრას – სადაც მოვახდენთ ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას. ასევე ვამზადებთ „მსურველთა კოალიციის“ ფორმატს და ახალ ნაბიჯებს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. რუსეთის ყველა დარტყმას რეალური პასუხი უნდა მოჰყვეს”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია