ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთისგან საჭიროა შედეგები. მსოფლიო რუსეთს არ ენდობა – უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად, მზად არიან მსოფლიოს მოტყუება შეწყვიტონ

როგორ მოიქცევა უახლოეს დღეებში ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს გამოავლენს – ახლა რუსეთისგან საჭიროა შედეგები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, თუ კვლავ იქნება საჰაერო თავდასხმის განგაში, თუ განახლდება სამხედრო აქტივობა შავ ზღვაში, თუ რუსული მანიპულაციები და მუქარები გაგრძელდება, მაშინ ახალი ზომების მიღება იქნება საჭირო მოსკოვის წინააღმდეგ.
მისი თქმით, მსოფლიო რუსეთს არ ენდობა და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად – მზად არიან შეწყვიტონ მსოფლიოს მოტყუება.
„დიპლომატიამ უნდა იმუშაოს და უკრაინის მხრიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარება. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ჩვენი გუნდების კონსტრუქციული და ეფექტური მუშაობისთვის. ახლა რუსეთისგან საჭიროა შედეგები. ჩვენ მათ არ ვენდობით და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიო რუსეთს არ ენდობა. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად – მზად არიან შეწყვიტონ მსოფლიოს მოტყუება, პრეზიდენტ სა და ამერიკის მოტყუება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა