– რუსეთისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში ერთ კვირაში 1 750 დრონი გაუშვა.

მისივე თქმით, რუსებმა, დრონების გარდა, 1 530 მართვადი საჰაერო ბომბი და 39 რაკეტა გაუშვეს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინელებმა აღნიშნული საჰაერო სამიზნეების უმეტესობა გაანადგურეს.

„მაგრამ ჩვენ მეტი დაცვა გვჭირდება და ეს ყოველდღიურად საჭიროა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

„რუსეთისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ყველაფერი, რაც რუსეთის ფედერაციას ამ ომის დაფინანსებასა და გაგრძელებაში ეხმარება, უნდა დაიბლოკოს. დღეს ევროპელ პარტნიორებთან ამ თითოეულ ელემენტზე მოლაპარაკებები გაიმართება. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამერიკულმა ტელევიზიამ აღიარა შეცდომა – ადრე STING-ის გადამჭერი უპილოტო სისტემები “ამერიკის მაღალტექნოლოგიურ არსენალად” მოიხსენია, თუმცა ამჯერად განმარტეს, რომ ეს უკრაინის უახლესი ტექნოლოგიაა (ვიდეო)