ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე – ეს არის პუტინის პასუხი ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე

საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს თავის ნამდვილ ზრახვებს – გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური დარტყმები ზე. წუხელ ს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, ხოლო დრონები რეგიონს დაესხნენ თავს. დარტყმები. ასევე დარტყმა განხორციელდა მიკოლაივის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონებში. საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს – გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 1 460-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, 670-მდე თავდასხმის დრონი და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.
„ეს თავდასხმები არის პუტინის პასუხი ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე. თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა – შეერთებულმა შტატებმა, მთელმა ევროპას, მთელმა მსოფლიომ – დაინახა, რომ რუსეთი აპირებს ომისა და მკვლელობების გაგრძელებას. ამიტომ არ შეიძლება ზეწოლის შემსუბუქება. ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტირებასა და მშვიდობის დაახლოებისკენ“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები