– რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ – ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას

რუსეთმა წუხელ ჩვენს წინააღმდეგ 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. ქალაქის რამდენიმე რაიონში ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, მათ შორის ბავშვები, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ს მიერ ს წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.
მისი განცხადებით, რუსების მთავარი სამიზნე საცხოვრებელი შენობები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა.
„მხოლოდ ერთ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 200-მდე თავდასხმის დრონი, 1 360-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ამ დარტყმების მიუხედავად, აქტიურად იცავდა თავს ბრძოლის ველზე, ცაში და დიპლომატიის გზით.
„რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია: ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი და -ის ახალი სანქციები რუსული ნავთობის წინააღმდეგ. მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების ამ ნაბიჯებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ არ გავჩერდეთ“,-აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, საჭიროა დამატებითი ტარიფები და სასანქციო შეზღუდვები სა და ყველა მისი ხელშემწყობის წინააღმდეგ.
„რა თქმა უნდა, ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ამაში წვლილი შეაქვს“, – აცხადებს ზელენსკი.