ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 450-ზე მეტი დრონითა და 30-ზე მეტი რაკეტით შეუტიეს – გვჭირდება გადამწყვეტი მოქმედება და არა ცარიელი სიტყვები აშშ-სგან, ევროპისა და „დიდი შვიდეულისგან“

რუსმა ოკუპანტებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა და ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის რამდენიმე ოლქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„ეს იყო ცინიკური და გათვლილი თავდასხმა: 450-ზე მეტი დრონი და სამ ათეულზე მეტი რაკეტა ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას და რისი წართმევაც რუსებს სურთ ჩვენთვის. ამჟამად არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა – ყველა იღებს საჭირო დახმარებას. სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი გარდაიცვალა“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, კიევში ჯგუფები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების აღდგენაზე მუშაობენ.
ზელენსკის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ამჟამად გრძელდება ს, დონეცკის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ხარკოვის, სუმის, პოლტავას და ოდესის ოლქებში, ასევე დნიპროში. ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობენ ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და ხერსონის ოლქებშიც.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს, ერთად მუშაობით, შეუძლია ადამიანები ამ ტერორისგან დაიცვას.
„საჰაერო თავდაცვის მომარაგებისა და სანქციების განხორციელებისას ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი მოქმედება და არა ცარიელი სიტყვები – -სგან, ევროპისა და „დიდი შვიდეულისგან“. ველით ამ სისასტიკეზე პასუხს „დიდი ოცეულისგან“, ყველა მათგანისგან, ვინც თავის გამოსვლებში მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ რეალური ქმედებებისგან თავს იკავებს. მსოფლიოს შეუძლია ამ დანაშაულებისგან დაცვა და ეს, რა თქმა უნდა, გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით, ამაში დამნაშავეა ივანიშვილი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს