ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა სუმის ოლქში რკინიგზის სადგურს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა

რუსებმა სუმის ოლქში რკინიგზის სადგურს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსებმა სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკას რკინიგზის სადგურს დრონით დაარტყეს.
„ყველა სამაშველო სამსახური ადგილზეა და ადამიანებს ეხმარებიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამ დროისთვის, ცნობილია, სულ მცირე, 30 დაშავებულების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის დროს ადგილზე, როგორც „უკრზალიზნიცის“ თანამშრომლები, ასევე მგზავრები იმყოფებოდნენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „შეუძლებელია რუსებს არ სცოდნოდათ, რომ სამოქალაქო პირებს ურტყამდნენ“.
„ეს ტერორია, რომლის იგნორირებაც მსოფლიოს არ შეუძლია. მათი შეჩერება მხოლოდ ძალის მეშვეობით შეიძლება. მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის. ძლიერი მოქმედებაა საჭირო“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას

ლატვიის საგარეო უწყება – არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული