ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა კურსკის ოლქში 40 000 ჯარისკაცი გადაიყვანეს

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერაცია გრძელდება და ფრონტის ხაზიდან კურსკის მიმართულებით, დაახლოებით, 40 000 რუსი სამხედრო გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„ჩვენ უკვე მოვახერხეთ ის, რომ ამ მიმართულებით 40 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე გადაამისამართეს. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა საბრძოლო ბრიგადას, თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ყველა მეთაურს მათი სიმამაცისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელმა დამცველებმა ახლა მოახერხეს დონეცკის ოლქში რუსების თავდასხმის პოტენციალის შემცირება, თუმცა ფრონტზე სიტუაცია კვლავ მძიმეა.
„სიტუაცია რჩება უკიდურესად მძიმე, მძიმე ბრძოლები ყოველდღე – კურახოვის მიმართულება, პოკროვსკის მიმართულება“, – განაცხადა ზელენსკიმ.