ასობით თავდასხმა ჩვენს ქალაქებსა და თემებზე ამ კვირაში: ჩერნიგოვი, ხერსონი, დონეცკი, ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, პოლტავა, კიევი, მიკოლაივი, ზაპოროჟიე და სუმის ოლქები. რუსებმა 1 020-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 360-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, აგრესია შეწყვიტოს, საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები.
„ისინი, ვისაც სურთ, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევიან. ამიტომ ჩვენ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ, აგრესია შეწყვიტოს. საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები, რომლებიც არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ მუდმივად გაძლიერდეს. უკრაინას, ევროპას, ამერიკას და ყველას, ვისაც მშვიდობა სურს – ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, – წერს ზელენსკი.
