– რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, როცა თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას, ეს უმაღლესი დონის ცინიზმია – თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს

რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, განაცხადა.
მისი თქმით, ღამით რუსები თავს დაესხნენ კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, მიკოლაივისა და კიევის ოლქებს. საერთო ჯამში, ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქებში 165 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. დონეცკისა და სუმის ოლქებში კი მთელი დილის განმავლობაში გრძელდებოდა მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმები.
„რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია. საჭიროა ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა. მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ სულ მცირე ერთი თვით, რათა ომი დასრულდეს. თუ სიჩუმეა, მაშინ ყოველდღიურად უნდა იყოს, თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…