უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობენ ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დამალონ, – ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა.
„მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ბრძოლებში რუსული არმიის მხარეს იბრძვიან. ამ ძალების განადგურების შესახებ ბევრი დეტალი არსებობს. წინასწარი მონაცემებით, რუსები ჩრდილოეთ კორეელების დანაკარგების დამალვას ცდილობენ. უკრაინის თავდაცვის ძალები და ჩვენი დაზვერვა არკვევენ სრულ ინფორმაციას იმ რუსული ქვედანაყოფების რეალური დანაკარგების შესახებ, რომელშიც კორეელებიც არიან ჩართული. სამწუხაროდ, ჩვენც მათგანაც გვიწევს თავის დაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გუშინ განაცხადა, რომ 14 და 15 დეკემბერს რუსეთის კურსკის ოლქის რამდენიმე სოფელში ჩრდილოეთ კორეის არმიის ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს – საუბარია მინიმუმ 30 დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცზე.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/trumpii-yxwHHT-300x168.jpeg)