– რუსები შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან

რუსები შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან „კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა.
„ჩვენი გუნდები უკრაინისთვის ძლიერი და მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურის მომზადებაზე აქტიურად მუშაობენ. დეტალების განსაზღვრის პროცესს ვაჩქარებთ. უკვე ლიდერთა დონეზე მოლაპარაკებების ფორმატის ორგანიზების დროა, რათა მთავარი პრიორიტეტები და ვადები განვსაზღვროთ. სამწუხაროდ, ამჟამად რუსები მოვლენების შემდგომ განვითარებასთან და შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, „რუსების მხრიდან რეაგირება მხოლოდ რეალურ ზეწოლას მოჰყვება“.
„ზეწოლა აუცილებელია. რუსეთის მხრიდან რეალური დიპლომატიისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯებია საჭირო“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია