– რუსები კონცენტრირებულ დარტყმებს ახორციელებენ ერთ ან მეორე ქალაქზე – ეს არის განზრახ ჩადენილი და საძაგელი ტერორი

უკრაინის წინააღმდეგ ტერორის სპეციფიკურ ტაქტიკას იყენებს, ახორციელებს რა იერიშებს დიდი რაოდენობით დრონებითა და სხვა საჰაერო იარაღით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსები აგრძელებენ ტერორის ამ სპეციფიკური ტაქტიკის გამოყენებას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონცენტრირებულ დარტყმებს ახორციელებენ ერთ ან მეორე ქალაქზე. ისინი ცდილობენ, ასეთი დარტყმების რაოდენობა დაახლოებით 300 „შაჰედის“ დონეზე შეინარჩუნონ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები დრონების მნიშვნელოვან ნაწილს ანადგურებენ, თუმცა ყველას ჩამოგდებას ვერ ახერხებენ. ზელენსკის განმარტებით, ასეთი დარტყმების მთავარი მიზანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვაა. მან განაცხადა, რომ ეს იყო ოკუპანტების „განზრახ ჩადენილი და საძაგელი ტერორი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე